დანელიას ღვინო
ჩვენი ღვინო ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ისტორია კი - ჩვენი ღირსება.
ზ. გამსახურდიას ქ. 43, ბათუმი +995 514 637 799
ცოცხალი ისტორია

ცოცხალი ისტორია

ბათუმის ისტორიულ ცენტრში, ზ. გამსახურდიას ქუჩა №43-ში მდებარე საფირმო მაღაზია-მუზეუმი, რომელიც ვლადიმერ დანელიამ 1907 წელს დააარსა, ყველაზე ძველი მოქმედი ღვინის საფირმო მაღაზიაა საქართველოში.

ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება წარსული და აწმყო. აქ დაცულია 1907–1921 წლების ავთენტური სამუზეუმო ექსპონატები, ხოლო მოსულ სტუმრებსა და ტურისტებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ დააგემოვნონ „დანელიას ღვინო”.

აღიარების ნიშანი: ტურიზმის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2025 წელს „დანელიას ღვინის ძველი სახლი” დაჯილდოვდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალური პრიზით - „მაგნოლია 2025”.

ბრენდის უნიკალური ისტორიული მასალები ასევე წარმოდგენილია: აჭარის სახელმწიფო მუზეუმში, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში; ხოლო 1907–1921 წლების საფირმო ეტიკეტები შესულია ოფიციალურ „ქართული ღვინის ეტიკეტების კატალოგში”.